init piper

This commit is contained in:
2025-08-20 21:28:01 +08:00
parent 90568c3dc1
commit 4e96a94117
234 changed files with 66374 additions and 0 deletions

View File

@@ -0,0 +1,7 @@
ცისარტყელა — ატმოსფერული ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება.
ეს თავისებური რკალია ან წრეხაზი, რომელიც ფერების სპექტრისგან შედგება.
ცისარტყელა შედგება შვიდი ფერისგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.
ცენტრი წრისა, რომელსაც ცისარტყელა შემოწერს, ძევს წრფეზე, რომელიც გადის დამკვირვებელსა და მზეს შორის, ამავდროულად ცისარტყელას დანახვისას მზე ყოველთვის მდებარეობს დამკვირვებლის ზურგს უკან, შესაბამისად, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია ერთდროულად ცისარტყელასა და მზის დანახვა.
ხმელეთზე მდებარე დამკვირვებლისთვის ცისარტყელას, როგორც წესი, აქვს რკალის, წრის ნაწილის, ფორმა.
რაც უფრო მაღალია დაკვირვების წერტილი — მით უფრო სრულია ეს რკალი (მთიდან ან თვითმფრინავიდან შესაძლებელია მთლიანი წრის დანახვაც).
როდესაც მზე აღიმართება ჰორიზონტიდან 42 გრადუსზე უფრო მაღლა, ცისარტყელა დედამიწის ზედაპირიდან უხილავია.